12:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 09:38:56, 346 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. კაპრალი დავითაია მსახურობდა ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში, სადაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვა ქართველი სამხედროების გვერდით გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,-ნათქვამია   საგარეო უწყების განცხადებაში. 

ცნობისთვის, ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გარდაიცვალა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics