კონსტანტინე ჩახუნაშვილი: თუ სამკურნალო გარემო გაუმჯობესდება კლინიკებში, ქვეყნიდან პაციენტების გადინება მკვეთრად შემცირდება
საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა, დასკვნით ეტაპზეა. ტენდერის ბოლო საფეხურზე გავიდა ავსტრიული კომპანია ალფამედიკი, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.