03:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 14:26:16, 506 ნახვა

საზოგადოება
მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით,  ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს მთავარი ექსპერტი ვოლფანგ ლუტცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
მათივე ცნობით, ცენტრში ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღებას. ასევე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობასა და დათვალიერებას.
„თანამედროვე ეპოქაში ასეთი ცენტრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენერგო ეფექტურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, გარემოსდაცვითი და ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით. ცენტრი დაეხმარება  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროექტების ენერგო ეფექტიანად განხორციელების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს გავუფრთხილდეთ გარემოს და დავზოგოთ ხარჯები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.   
მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა სრულად პასუხობს თბილისის მიერ 2010 წელს „მერების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს. სივრცის მოწყობა და   ენერგოეფექტური სადემონსტრაციო მასალებით აღჭურვა  ევროკავშირის პროგრამა INOGATE-მა უზრუნველყო.   
მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის გასულ წელს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა მოაწერეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics