|
2016-04-22 13:54:27, 1274 ნახვა
საზოგადოება
ბერნარ კუშნერმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორული ურთიერთობა დადებითად შეაფასა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ კუშნერმა და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტმა, ჟან-ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ერთი წელი შეაფასეს. ასევე, განიხილეს მიღწეული შედეგები და ყურადღება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებაზე გაამახვილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რამოდენიმე მიმართულებაა, რომელიც სამინისტროსთვის და ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეს ჩვენ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა გვაქვს, სადაც ჩვენი კოლეგები და კონსულტანტები წარმოადგენენ გარკვეულ დოკუმენტებს. ეს არის საკონსულტაციო ჯგუფი, ეს დოკუმენტები ჩვენთვის როგორც ყველა საკონსულტაციო ჯგუფისმიერ მოცემული დოკუმენტი არ არის სავალდებულო შესასრულებელი, თუმცა ისეთი მაღალი დონის დოკუმენტებია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ამას ყველაფერს გამოვიყენებთ და გავითვალისწინებთ. ამ დოკუმენტში რამოდენიმე ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველ რიგში „დიარჯი“, რომელიც ეხება გადახდების სისტემას. ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვაში მათ მიერ გაწეული კონსულტაციები. როგორც ვიცი, ისინი აპირებენ შეხვედრის გამართვას პირველადი ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით. პირველადი ჯანდაცვა თავიდან არის შესაქმნელი საქართველოში. პირველადი ჯანდაცვა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს და ესეც იწვევს იმას, რომ ხარჯები საკმაოდ გვეზრდება. ყველა ვისაც, კი თავი ასტიკვდება მიდის ჰოსპიტალში. ჰოსპიტალში მომსახურება კი ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომელსაც ისინი გვთავაზობენ ფარმაციის მიმართულებით. ორ კანონზეა საუბარი. ეს არის კანონი ფარმაციის შესახებ, ფარმაციაში ძალიან ბევრი ცვლილებებია კანონში შესატანი . გარდა ამისა არის კიდევ კანონი, სამედიცინო ნაკეთობების შესახებ, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ჩვენ საერთოდ ასეთი კანონი არ გვქონია. იცით, რომ დღეს არანაირად არ რეგულირდება, ელემენტარული, ყურის სასმენ აპარატს მოვიყვან მაგალითად, რომელიც საქართველოში იყიდება. ბევრ შემთხვევაში ყურის სასმენი აპარატრიც არ არის, უბრალოდ გამაძლიერებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაც უნდა იყოს კანონი. ეს მოკლედ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ კუშნერმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორული ურთიერთობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის პირველი ფაზის დასასრულთან დაკავშირებით მომზადებულ თოთხმეტპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტმა, ჟან-ელი მალკინმა კი დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების პროცესში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს როლი გამოყო. „ეს უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორობა, რადგან სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს ცვლილებები“, - აღნიშნა მან. “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია. ვიზიტის მიზანს, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტების შეფასება და ერთწლიანი მუშაობის შედეგების გაცნობა წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)