ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წამომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, თურქ კოლეგასთან, ბიულენთ თუფენქჯისთან, მის ოჯახთან და თურქეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები-ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სოფელ მუხრანში, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 72.09.26.093), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილება იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს “მოყვარულთა თასი 2016”-ის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11). ჩემპიონატმა სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აიღო.
„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გუშინდელ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
4 ოქტომბერს, ბარსელონაში მორიგი ყოველწლიური საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI გაიხსნა, რომელზეც უკვე მეორედ, “ჯი-ემ-პი”-მ წარადგინა საქართველო, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More