|
2016-11-21 13:07:08, 715 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, - ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც Unicef-მა დღევანდელ პრეზენტაციაცე წარადგინა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, მათი შემოსავალი არ შეცვლილა. ასევე ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ოჯახებს სწავლობს. 2015 წელს კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა აღნიშნა, საქართველომ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ სერიოზული გამოწვევები რჩება. ”სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის. სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა”, - განაცხადა ლაილა ომარ გადმა. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: • ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სირარიბის დონე დაახლოებით 50% უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში. • უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც 3 ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3.9-დან 2.1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2.5%-მდე - ბავშვებში. • ზოგადი სიღარიბის დონე მოსახლეობაში 2013წლის 24.6 18.4%-მდე, ხოლო ბავშვებში 28.4-დან 21.7 პროცენტამდე შემცირდა. • იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები. მზიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობაშა აწყდება. • ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება. • 3-5 წლის ბავშვების საბავშო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 2015 წელს 62.3 % გაიზარდა 2013 წლის 57.9%-თან შედარებით. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა სულ საქართველოში მცხოვრები 4 533 ოჯახი გამოკითხა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)