|
2016-11-21 16:44:23, 752 ნახვა
საზოგადოება
მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრცეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია მელიქიძემ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა-მარტინსთან და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრეს. როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმის რეალიზაცია და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის თითოეული კომპონენტის რეალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია. „მნიშვნელოვანია ამ გეგმის სწრაფად განხორციელება, რადგან ეკონომიკურ აქტივობას და ტურიზმის ზრდას უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს და საქართველოს ყველა კუთხეში", - განაცხადა მაია მელიქიძემ. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საგადასახადო რეფორმას და ესტონურ მოდელზე გადასვლას. მაია მელიქიძის განცხადებით, მნიშნელოვანია ასევე, ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა.
(NS)
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)