ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გადაცემის „კაცების დრო“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით და ინტერნეტით გავრცელებულ პრომო ვიდეო რგოლს გამოეხმაურა, რომელიც ახალი გადაცემის „კაცების დრო“ ანონსს წარმოადგენს.