14:14 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 12:32:18, 1090 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო ჭიათურაში 8 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჭიათურაში, სანატორიუმის შენობაში მცხოვრები 8 დევნილი ოჯახისთვის, კერძო კომპანიის თანადაფინანსებით,  საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“  წარმომადგენლები აღნიშნულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამინისტროს ცნობით, ჭიათურაში, გაგარანის ქ. N1-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ,  „ჯორჯიან მანგანეზის“  საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანისა და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების საკითხი  დადგა.

„სამინისტროსა და კერძო კომპანის შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტრო დევნილ ოჯახებს „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, სულადობის გათვალისწინებით, სახლებს შეუსყიდის. თავის მხრივ, კერძო კომპანიაც გამოყოფს გარკვეულ თანხას დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics