გადასახადით დაბეგვრის ახალ წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სახელმძღვანელოები მოამზადა
„ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული აქვს ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომუნიკაცია გრძელდება ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც მოგების გადასახადის რეფორმაა," - ასეთი შეფასება გაკეთდა ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტი განიხილეს.