|
2017-02-24 13:47:59, 2402 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მამა მიქაელ ბოტკოველი გიორგი ანდრიაძეზე: მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე
მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ბოტკოველი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ანდრიაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის მდივანმა „ემოციური განცხადება გააკეთა“. „მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე, საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ. ეს რა თქმა უნდა, თქვას ანდრიაძემ თავისი აზრი, შეიძლება სხვამაც გამოთქვას თავისი პოზიცია. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს მამა მიქაელ ბოტკოველმა და დასძინა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის არ უცნობებია. შეგახსენებთ, მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)