|
2017-02-24 12:31:05, 1374 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო. “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ. კერძოდ: • ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტის პროგრამა; • ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კომპონენტის პროგრამა; • ჰოსპიტალური მკურნალობის პროგრამის კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფიის კომპონენტის პროგრამა; • ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (სხვადასხვა სახეები) კომპონენტის პროგრამა; • ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის პროგრამა; • ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების მომსახურების კომპონენტის პროგრამა; • ამბულატორიული დახმარების პროგრამის უშვილობის დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტის პროგრამა”, - ნათქვამია აფხაზეთის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
(NS)
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)