“საქართველო კომპანია არ არის“, „თავისუფლების აქცია მონობის აქციაა“, „ყველა მასწავლებელს ღირსეული შრომითი ანაზღაურება“, „ 416 დაღუპული“, „ხალხის წინააღმდეგ სამართლიანი გადასახადები ამცირებს სიღარიბეს“, - ამ ტრანსფარანტებით პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ვეტერანები, ბანკების დაზარალებულები და აუდიტორია 115-ის წევრები მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.