01:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 14:07:06, 1772 ნახვა

საზოგადოება
GIZ -ის ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დუალური პროფესიული განათლების დანერგვის პროგრამა ხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ღვინის ლაბორატორიაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სტუდენტებმა სწავლება გაიარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე მონაწილეები ღვინის ლაბორატორიის ძირითად სერვისებს, ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას, დეგუსტაციის საფუძვლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროფესიული პროგრამა სამწლიანია და კოლეჯებსა და საწარმოებში ერთდროულად ხორციელდება.

მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობს ორი კოლეჯი - ,,აისი’’ და „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი“, რომლებიც სწავლების თეორიულ ნაწილს უზრუნველყოფენ და რვა საწარმო - „ქინძმარაულის კორპორაცია“, „შატო მუხრანი“, „შუხმან ვაინს“, „შუმი“, „მარანული“, „შადრევანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, სადაც მონაწილეები პრაქტიკულ სწავლებას გადიან.

2015 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროგრამით „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დუალური განათლების დანერგვაზე მუშაობს.

პროგრამის პარტნიორი ბავარიის  მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელსაც დუალური განათლების დანერგვისა და განხორციელების  ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics