|
2017-05-28 15:34:12, 2060 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, ავჭალა1-ში, წყალარინების (კანალაზაციის) და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე და კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა სრულად მოწესრიგდება 8 ქუჩაზე, მათ შორის, გაბაშვილის, ღვალაძის, ქუჯი ერისთავის და საგუბაროს ქუჩებზე. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი 3093 გრძივ მეტრზე მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შედეგად კანალიზაციის პრობლემა 245 ოჯახს მოუგვარდება. „ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მუხიანის კერძო დასახლებაში კანალიზაციის სისტემა წლების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. მიმდინარე წლის ზაფხულში 250-მდე ოჯახს მოუგვარდება ეს პრობლემა. ამის შემდეგ საგზაო სამუშაოები შესრულდება და საბოლოოდ, კიდევ ერთ მოწესრიგებულ უბანს მივიღებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. კანალიზაციის ქსელის მოწყობის შემდეგ, ღვალაძის, ქობის და გაბაშვილის ცენტრალურ ქუჩებზე გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდება. (NS)
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)