ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია.