01:01 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 11:15:34, 1942 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების  და  კეთილსინდისიერი სამსახურისთვის,  სამინისტროს  პირველი ხარისხის მედლით ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი  ზურაბ ჭაბაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა  გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში 23 წელია მუშაობს, 2014 წლიდან კი, შსს-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანაყოფს - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც  საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics