2017-06-08 21:41:19, 1794 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის მეტოქე Twitter-ზე წერს, რომ მენეჯმენტი უკეთეს თამაშს დაუგეგმავს
Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ბრიტანელმა მოკრივემ ბილი სანდერსმა, ავთანდილ ხურციძის ნიუ-იორკში დაკავების შემდეგ, დაწერა, რომ მას კარგი მენეჯმენტი და კარგი პრომოუტერი ჰყავს, ასე რომ უკეთეს თამაშს დაგეგმავენ.
ხურციძე და სანდერსი ერთმანეთს 8 ივლისს, ლონდონში, Copper Box Arena-ზე უნდა დაპირისპირებოდნენ.
სანდერსი პოსტში ასევე ახალ მეტოქეს ეძებს. პოსტის კომენტარებში ხურციძის შემცვლელ სავარაუდო შემცვლელად ტომ ლენგფორდს ასახელებენ.
აღნიშნული ფაქტი ბრიტანული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.
ჩემპიონატის ორგანიზატორთა განცხადებით, ჩემპიონტი მაინც ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან