რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეების ყურადღება კვლავ მიაპყროს იმ რისკების ზედმიწევნით შეფასების აუცილებლობისკენ, რაც საქართველოში გამგზავრებასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის სპეციალურ სიაში შეყვანას ეხმაურება.