საიას ინფორმაციიით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ შეკრების უფლების დაცვა ვერ შეძლო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა.