16:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 15:14:55, 1829 ნახვა

საზოგადოება
ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე შეუერთდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  რბენა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მარათონში ყველა რეგისტრირებული მონაწილე ჩაერთო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიბოს ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

  ბერძულმა  დაავადების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეისთვის, კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევაში გადარჩენის შანსი 98%-მდეა. სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს ნაადრევ გამოვლენას - სკრინინგს, ასევე მკურნალობას, რომელშიც როგორც ქირურგიული, ასევე სხუვური და ქიმიოთერაპიაშედის. ამდენად, მკურნალობის შედეგისთვის ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განმარტა ნინო ბერძულმა.

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

ქვეყანაში 4 ტიპის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში კი, მკურნალობის შესაბამისი კურსია უზრუნველყოფილი.

„საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით, 2005 წლიდან იმართება.

ღონისძიება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics