27 მაისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში), გაიმართება ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“. აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია საქართველოს რკინიგზაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№851/852).
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური პროგრამით გურიაში აღნიშნავს.
საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“ განიხილა და მოიწონა.
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შეფასებისას მხედველობაში მიიღოს ის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!" დაესწრო.
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელაავს ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების ზღვარი 11 ათასამდე მოსწავლემ ვერ გადალახა.
თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება.
C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს ძალოსნობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ესტუმრნენ.
21-26 მაისს, პარიზში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ხელმძღვანელობით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რიგით 85-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.
გარემოსდაცვითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ქმედების კრიმინალიზაცია მოხდება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More