06:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 14:55:18, 2420 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით,  ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.  

საუბარი DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას შეეხო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებზე,  DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, მათ შორის DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებზე  ისაუბრეს.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში კერძო სექტორთან განვიხილეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან.  შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების ძირითად საკითხებზე, რომელიც უკავშირდება  სოფლის მეურნეობის, საბაჟო სფეროს და სხვა  მიმართულებებს, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე  შეღწევადობას, იმ წარმატებულ  მაგალითებს, რომლებიც გვაქვს უკვე  ახალი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მიმართულებით.  ასევე ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორიდან ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის წარმოებასა და გატანასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის  ინფორმაციით, შეხვედრა ემსახურება ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის  შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მეწარმეების ცნობადობის ამაღლებას.

„ჩვენ მზად ვართ ფერმერებთან ერთად განვიხილოთ ის  პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან  პროდუქციის წარმოების,  ექსპორტისა და  სტანდარტების დანერგვის დროს. შემდეგ ,შესაბამისმა უწყებებმა უნდა  გავითვალისწინოთ ეს პრობლემები  და ჩვენი პოლიტიკის დაგეგმის დროს  განვსაზღვროთ ახალი მიმართულებები“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში. 2017 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა ორი რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics