|
2017-06-23 11:47:43, 1839 ნახვა
საზოგადოება
პირველად საქართველოში - საიმონ ვესტის მასტერკლასი სტრატეგიულ კომუნიკაციებში
პირველად საქართველოში, სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ არსებული დეფიციტური ცოდნა ხელმისაწვდომი გახდება ფართო აუდიტორიისთვის. პირველად საქართველოში, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო" საჯარო და არასამთავრობო ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს აძლევს უნიკალურ შანსს საიმონ ვესტის მასტერკლასს სტრატეგიულ კომუნიკაციებში, თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და Fake-ნიუსების სამყაროში ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზებაზე. საიმონ ვესტი (Simon West O.B.E.) - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკია, ოცდაათწლიანი სამხედრო კარიერით. ის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტია, რომელიც 2015 წელს, ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უმაღლესი ორდენით, "ბრიტანეთის იმპერიის წარჩინებული ოფიცრის წოდებით" დააჯილდოვა. 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემაში სამხედრო ექსპერტის სტატუსით გვევლინებოდა.
საიმონ ვესტი (Simon West O.B.E. ) ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველი იყო 2008 წელს, ავღანეთში. მუშაობდა ყანდაჰარშიც, სამხრეთ სარდლობის რეგიონული შტაბში, აგრეთვე სამხრეთ ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში, სადაც გენერალ ჯეიმს მატისის მთავარი „ბრიფერი“ იყო. სწორედ საიმონ ვესტს უკავშირდება ნატოს სახმელეთო ოპერაციების დოქტრინის გადამუშავება და განახლება. ამდენად, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს" მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ დასავლური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე - https://goo.gl/d8sqp5 ასევე ინფორმაცია კურსზე რეგისტრაციის შესახებ- https://goo.gl/forms/aMzTESCV7KsWmzvG3 ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 სთ - ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი - ტრენინგის ჩატარების თარიღი: 22 ივლისი- განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 15 ივლისი
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)