04:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ომბუდსმენი ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსზე" განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა.

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს სხვანეთის გუბერნატორი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მათი სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინა და გარევაჭრობის  უფლება მისცა.

შსს-ს მაშველებმა ბოლო 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული  ვერტმფრენია ჩართული. გავრცელებული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა დაუდასტურა. მისივე თქმით,  ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა. ვაჟა ჩოხელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხდება.

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ანთებული ცეცხლის კერა არ ფიქსირდება

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

დავით ქაცარავას განცხადებით, სტიქიის ზონაში ბოთლის ნამსხვრევები იპოვეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბოთლის ნამსხვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. ამის შესახებ ხეობაში მოხალისედ მყოფმა  მსახიობმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლეს

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან  განაახლეს. ცუდი ხილვადობის გამო, ისინი დაბინდებისას მუშაობას წყვეტენ და დილის 6:00 საათიდან ერთვებიან სამაშველო ოპერაციაში.

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. 

წეროვანში და ანდაქის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
პრემიერი: სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული კერებისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლის მცირე კერები გაჩნდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში, ცეცხლის მცირე კერები მხოლოდ  ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ეს ტერიტორია 2 ჰექტარს შეადგენს და ამ ფართობზე ალაგ-ალაგ, ცეცხლის მცირე კერებია წარმოქმნილი, რომელსაც ადგილზე მობილიზებული 25 მეხანძრე-მაშველი აქრობს.

მღებრიშვილი: სადაც ბელარუსის ვერტმფრენმა იმუშავა, იქ წყლის ერთი მიწოდებაც საკმარისი იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენები დილის 06:30 საათიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო,  რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა  ზურაბ ალავიძემ და  ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა. 

პატრიარქი მრევლს და სასულიერო პირებს მიმართავს, ლოცვა გააძლიერონ

საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს. 

დიდ დიღომში სკვერი მოეწყობა

დიდიდიღმის,მე-4 მიკრორაიონის, № 9  კორპუსის, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა სრულდება.

სამეგრელოს რაიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics