00:52 - 05 Nov, 2026
|
2017-10-04 15:32:32, 2140 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში ვაშლების დარიგების აქცია დაიწყო
საჯარო სკოლებში ვაშლების დარიგების აქცია დაიწყო. დღეს პირველი გიმნაზიის მოსწავლეებმა 2 ათას 200 ცალი სემერენკოს ჯიშის ვაშლი მიიღეს. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივა, ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა საჯარო სკოლაში ყოველ მოსწავლეზე კვირაში ერთი ვაშლის დარიგებას გულისხმობს. განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერის მაია მუშკუდიანის ინფორმაციით, პროექტი დეკემბრის თვის ჩათვლით 70 ათასი ლარი ჯდება. "ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ სკოლებში შემოვიტანოთ ვაშლი. ეს არის ერთ-ერთი აქცია ამ პროგრამის. მიმწოდებელი იქნება ერთი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურებთან მუშაობის გამოცდილება აქვს", - აღნიშნა მუშკუდიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)