|
2017-10-04 11:42:51, 1887 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს
საქართველოს ტერიტორიაზე ხვალიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +16 გრადუსია, ზოგან წვიმა და ნისლი ფიქსირდება, 5 ოქტომბერს გამოიდარებს და ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, 6 ოქტომბერს +21 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 7 ოქტომბერს +24 გრადუსს პროგნოზირებენ. დღეს დედაქალაქ თბილისში წვიმა და +10 გრადუსი სითბოა, ხვალ ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება და დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 6 ოქტომბერს უნალექო ამინდსა და +19 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 7 ოქტომბერს +21 გრადუსია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს უმეტესად უნალექო ამიდია, ტემპერატურა +23 გრადუსს აღწევს, 5 ოქტომბერს +24 გრადუსი სითბო იქნება, 6-7 ოქტომბერს კი ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება. მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)