აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების „Modem/Art", „სუპერ გმირი" და „ოკულარი" განხილვის შემდგომ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმნის ტყეში არსებული ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეო-მასალას ავრცელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის 9-10 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდა. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.
ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად უკრაინა საქართველოში დღეს სახანძრო თვითმფრინავს გამოგზავნის.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოში ოფიციალურად 255 ადამიანს უსმენდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. უწყების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, 12 საათზე სწავლება ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება.
„ჩვენი სახლი - საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“ ახალი პროექტის პირველ ეტაპს 6 მუნიციპალიტეტში განახორციელებენ
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო.
რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More