23:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 11:12:36, 1789 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება.

უწყების ცნობით, წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს.

საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია.

წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია.

ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.

სოფლის მეურნეობის მინისტმა სამცხე–ჯავახეთში აგროკრედიტით მოსარგებლე ფერმერებიც მოინახულა.

ლევან დავითაშვილმა, რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ახალქალაქის რაიონში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაფართოვდა.   

ი/მ სერიოჟა ეზოიანის პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში წლიურად 600 ტონა კარტოფილი და 200 ტონა მარცვლეული კულტურის შენახვაა შესაძლებელი.

საწარმოში 20 ადგილობრივი მოსახლეა მუდმივად დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რიცხვი 50 ადამიანით იზრდება. აღნიშნული საწარმო 2015 წელს გაფართოვდა. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ბენეფიციარია.

 საწარმოში ჯამურად 210 000 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან  80 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ’’ხუთი ვარსკვლავი’’ წევრებსაც შეხვდა და მოსავლის ხარისხით დაინტერესდა.

კოოპერატივმა სახელმწიფო სტატუსი 2014 წელს მიიღო და  12 მეპაიეს აერთიანებს. კოოპერატივს   აქვს სასაწყობე მეურნეობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თავმჯდომარის  ეღიზარ აღაჯანიანის განცხადებით, ორგანიზაციამ „მერსი ქორპსი“  (Mercy Corps)  ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, 2015 წელს კოოპერატივს E კლასის კარტოფილის თესლი და სასუქი გადასცა. გრანტის თანხამ 15,500 ევრო შეადგინა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics