|
2017-10-09 12:32:32, 1899 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ 9 ოქტომბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დაგეგმილი 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული პროექტის თანახმად, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება. როგორც ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მთავრობას უნდა გააჩნდეს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამა, რაც ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული არ არის. მათივე ინფორმაციით, ეს საკითხი მხოლოდ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ინტეგრირებული და მისი დაფინანსება მიზერულია. „ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისთვის, რომელიც ექვს კომპონენტს, მათ შორის თამბაქოს კონტროლის საკომუნიკაციო პროგრამას მოიცავს, სულ რაღაც 300 000 ლარია გამოყოფილი. აქედან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსასრულებლად საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროგრამისთვის და კანონის აღსრულების მონიტორინგისათვის მხოლოდ 180 000 ლარის გამოყოფაა ნავარაუდები. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ შეუძლებელია კანონის სრულფასოვნად აღსრულებისთვის მომზადება და მისი რეალურად განხორციელება. თუ დაცული მუხლებით გარანტირებული შესაბამისი რესურსები არ იქნება, სრულფასოვანი საინფორმაცო-საკომუნიკაციო კამპანიისა და მონიტორინგის განსახორციელებლად მხოლოდ ჯანდაცვის სისტემიდან, ექსპერტული გათვლებით, სულ მცირე ერთი მილიონი ლარია საჭირო“, - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. ალიანსი მოითხოვს, ცალკე თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დაცული მუხლით არსებობას და მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი რეგულაციების აღსრულების ხელშესაწყობად რეალური დაფინანსების გამოყოფას. ალიანსი აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების გაზრდით ასეულ მილიონობით დამატებითი შემოსავლებია ბიუჯეტში, თამბაქოს ზიანის შესამცირებლად კი ფაქტობრივად არაფერი იხარჯება.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)