კახა კახიშვილი: მოსაზრება, რომ კახა ნაკანი მაინცდამაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი, არ არის სწორი
„მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კახა ნაკანი მაინცდამაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი არ არის სწორი“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნაკანის ადვოკატების მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ე.წ. მატროსოვის დაწესებულება არის ერთადერთი, სადაც ყოფილი თანამშრომლები უნდა განთავსდნენ.