|
2015-09-14 13:53:09, 596 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ
პროკურატურის გადაწყვეტილებით დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, 2012 წლამდე მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა. ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი თანამდებობის პირია მხილებული. „საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 4 ფაქტი, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამდებობის პირი, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩარმორთმეული უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ. ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2011 წლის თებერვალში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებს მოსთხოვა ძვირადღირებული ა/მანქანის შეძენა და გადაცემა, წინააღმდეგ შემთვევაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა და მას მოუწევდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებმა „ტოიოტა“-ს ცენტრში, 57 100 აშშ დოლარად შეიძინეს ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო LC150“, რომლითაც სარგებლობდა პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ა/მანქანის იძულებით ჩამორთმევაში გამოძიების მიერ ასევე მხილებულია შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ავთანდილ მიქაძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ დაათმობინა მისი კუთვნილი 12 000 აშშ დოლარის ღირებულის 2004 წელს გამოშვებული „BMW 520“ მარკის ავტომანქანა. უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებულია შსს ყაზბეგის პოლიციის გამომძიებელი ვაჟა გელაშვილი, რომელმაც მოქალაქე ზაზა ფართლაძეს 2009 წლის დეკემბერში, ისე რომ ამ უკანსკნელის მიმართ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში არ მიმდინარეობდა გამოძიება, უკანონოდ დაათმობინა დაბა გუდაურში მდებარე 60 000 დოლარის ღებულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლითაც დაინტერესებულნი იყვნენ იმჟამინდელი შსს და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები. მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის მხილებულ მეოთხე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც კუდის უფროსს დათა ახალაიასთან შეთანხმებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ თეიმურაზ გავაშელიშვილს, სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, 2011 წლის მაისში სახელმწიფოსთვის აჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანები „ფოლცვაგენ-ჯეტა“ და „მერსედესი E 200” და 35 000 ლარამდე ღირებულების, მისი ოჯახის წევრების კუთვნილი, 48 სახეობის პირადი ოქროს სამკაულები. ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე. აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ოთხივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული 4 ა/მანქანა, ერთი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და 35 000 ლარამდე ღირებულების ოქროს 48 ნაკეთობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)