|
2015-09-11 09:37:26, 671 ნახვა
სამართალი
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ანდრეს იოანეს ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების ბრალდებით, ხოლო ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ავგუსტინ ჩუკვუდი ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდრეს იოანეს ქ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი დუბაი-თბილისის რეისით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ავგუსტინ ჩუკვუდი ო-ს გადასცა. სამართალდამცველებმა ავგუსტინ ჩუკვუდი ო-ს პირადი ჩხრეკისას იოანეს ქ-ს მიერ გადაცემული 1988,4568 გრამი კოკაინი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხეკისას 14 კგ და 944 გრ მარიხუანა ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)