22:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 14:42:55, 691 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, სხდომა მიმდინარეობს. 

სხდომა დახურულ ფორმატში ტარდება.  დღის წესრიგში 7 საკითხია განსახილველი. სხვა საკითხებთან ერთად,  სხდომაზე განიხილება მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხები, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვებეტაძე წარადგენს. ასევე სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ გაბინაშვილი  „მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის ინიცირების თაობაზე“  საკითხს დააყენებს.

 „21 სექტემბრის სხდომაზე გაჟღერებული იქნა ჩვენი კოლეგების მიერ პოზიცია, რომ ხომ არ ჯობია კონკურსამდე საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლის ამოქმედება, ანუ არავადაგასული, ან უფლებამოსილება შეწყვეტილი მოსამართლეები, არამედ თავის უფლებამოსილებაში მყოფი მოსამართლეების გადანიშვნა იმავე დონის სასამართლოში, ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამ საკითხმა ცხარე დისკუსია გამოიწვია, მაგრამ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ეს საკითხი დღის წესრიგში დღეს არის გადასაწყვეტად შეტანილი. 

ასევე განხილული იქნება 37-ე მუხლის გამოყენება, მაგრამ ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვით. მართლმსაჯულების მაღალი ინტერესის შესაბამისი გადაწყვეტილება, ის , რაც ისედაც გადატვირთულ სასამართლოებს, ისედაც გაჭიანურებულ საქმეებს არ შეუქმნის დიდ პრობლემას და არ დაუკარგავს ნდობას მართლმსაჯულებას. მნიშვნელოვანია ის განაცხადი, რომელიც ძალიან ხშირად ისმის 21 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომ მოსამართლეებს შეუწყდათ უფლებამოსილება. თუმცა მოსამართლეებს შეუწყდათ მხოლოდ უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო და ეს ასედაც უნდა მომხდარიყო. 

იუსტიციის უმაღლესამა საბჭომ ძველი პრაქტიკა აღარ გამოიყენა, როდესაც მათ წარმოებაში არსებული საქმეების გათვალისწინებით, მოსამართლეებს უგრძელდებოდათ ხოლმე უფლებამოსილების ვადა. რასაც ბევრი პრობლემა გააჩნია სამართლწარმოების პროცესში და ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა პროცესის მონაწილეთა მხრიდან“- განაცხადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ

მისივე თქმით, მერაბ გაბინაშვილის ინიცირებულ პროექტს მხარს უჭერს. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ კონკურსი არის ერთადერთი კანონისმიერი გზა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ ადგილებზე გამწესდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლადამთავრებული და უფლებამოსილება ვადა გასული მოსამართლე და ყველა ის კანდიდატი, რომელიც უფლებამოსილი იქნება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩემი პოზიცია და საკითხი უკავშირდება სწორედ ჩემი კოლეგების დარწმუნებას, რომ კონკურსი არის ერთადერთი კანონისმიერი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვაკანტურ ადგილებზე გავამწესოთ იუსტიციის უმაღლესი სკოლადამთავრებული და უფლებამოსილება ვადა გასული მოსამართლე და ყველა ის კანდიდატი, რომელიც უფლებამოსილი იქნება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

გადანიშვნა საფრთხე არ არის, მაგრამ გადანიშვნა არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. გადანიშვნა ნიშნავს უფლებამოსილების ვადაში, რომელიც დღეს ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ის დაწინაურდეს ან იმავე დონის სასამართლოში იყოს გადასული. საშიშროება არ არის, მაგრამ არ გვაქვს პროცედურები  გამჭვირვალე. 

მოსამართლის დაწინაურებისთვის მნიშვნელოვანია მისი საქმიანობის შეფასება, მისი წარსული გადაწყვეტილების ანალიზი, და ამის შესაბამისად  ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მიღება. პრობლემა არის იმაში-პრიორიტეტი მივანიჭოთ კონკურსს თუ გადანიშვნას. 

ჩემი წინადადებაა - უნდა იყოს კონკურსი. გადანიშვნა არ გვაძლევს ვაკანსიების შევსების შესაძლებლობას. გადანიშვნა  ნიშნავს ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე მოსამართლის გადაყვანას, ხოლო კონკურსი ნიშნავს ვაკანტური ადგილების დაკავებას კანონით დადგენილი წესით“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ და აქვე დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით, სასამრთლოებში მოსამართლეთა 68 ვაკანტური ადგილია.

სხდომის დაწყებისას ერთმანეთს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრი ლევან თევზაძე დაუპირისპირდნენ.

კამათი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვა.

ლევან მურუსიძის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელთა განხილვაც პარლამენტშ მიმდინარეობს, უმაღლესი საბჭო სხვა რამეზე იყო შეთანხმებული, თუმცა ნინო გვენეტაძემ პარლამენტში სხვა პოზიცია წარადგინა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხედულებები კანონპროექტშიც არ იყო გათვალისწინებული. 

მისივე განმარტებით, საქმე ეხება სადისციპლინო კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა რაოდენობაში ცვლილებების შეტანას, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ინსპექტორის ჩართვას და მენეჯმენტურ საკითხებს. 

მურუსიძის განცხადებით, კოლეგიაში საქმის გადაგზავნისთვის უნდა დარჩენილიყო ხმათა 2/3 და არ უნდა ყოფილიყო ინსპექტორის ინსტიტუტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics