ახვლედიანი ე.წ. ტესტების სკანდალზე: მე სიებში ისეთი პირები აღმოვაჩინე, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ მურუსიძესთან
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, ე.წ. ტესტების სკანდალზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გამოცდებში მაღალი შეფასების მქონე პირთა სიებში მან ის პირები აღმოჩინა, რომლებიც კარგი ურთიერთობით გამოირჩევიან, როგორც უზენაესი სასამართლოს, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან.