06:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:34:03, 892 ნახვა

სამართალი
ბათუმის სასამართლომ განზღახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ ნადირაძე დამნაშავედ სცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მტავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ სცნო. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქალაქ ქობულეთში, კაფე-ბარ "ტროპიკანკას" მიმდებარე ზღვისსანაპირზე რევაზ ნადირაძეს გიორგი ნინიკურთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა.

ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. 

მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics