პროკურატურა: მივმართავთ შესაძლებლობას, რათა დავით ახალაია ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს
„საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ახალაიას მიმართ ინტერპოლის ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით ავრცელებს.