15:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმასრულებელმა დირექტორმა, რემი რაიოქსმა, შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს, შინიჩი კიტაოკას (Shinichi Kitaoka) შეხვდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი განვითარების ახალი ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა განვითარების ახალი ბანკის (New Development Bank) ხელმძღვანელობასთან საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მხარს უჭერს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი/ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.

 

თიბისი დაზღვევამ „მსოფლიო რბენის“ ფირნიშის მანქანა დააზღვია

თიბისი დაზღვევა წლის მთავარი სპორტული ღონისძიების „მსოფლიო რბენა" (wings for life) მეგობარი გახდა და ღონისძიების მთავარი ატრიბუტი - ფირნიშის მანქანა დააზღვია.

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს, - ამ საკითხზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა და გენერალურმა დირექტორმა შონ ო'სალივანმა იაუბრეს.

აზიის განვითარების ბანკი ბათუმისა და ხარაგაული-ჩუმათელეთის შემოვლით გზას დააფინანსებს

საქართველოში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა და ამავე საფინანსო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო'სალივანმა.

TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით გაზრდის.

 

ავიაკომპანია „SCAT Airlines“ საქართველოში ფრენის მიმართულებებს აფართოვებს

ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines” ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს.

 

ბიზნეს კაფეს მეცხრე შეხვედრა

3 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეცხრე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი, პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი, საშა ტერნესი, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციულ კულტურაზე, ბიზნეს ეთიკაზე და კორპორატიულ მართვაზე.

 

შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისი" მესამე კომპანიაა, რომელსაც სახელმწიფომ კინოგადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის ნაწილი აუნაზღაურა

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“  ახორციელებს, საპროდიუსერო კომპანიას "ჯიოსტარ ენთერპრაის" ე.წ cash rebate მექანიზმის საშუალებით საქართველოში კინოგადაღებისათვის დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20% აუნაზღაურდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტმა ჰენრიკ მიქაელ ნორმანმა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირების საკითხი განიხილეს .

დიმიტრი ქუმსიშვილი ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ესაუბრა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის ქალაქ იოკოჰოამაში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ფინანსთა მინისტრ ტარო ასოს (Tarō Asō) შეხვდა.

6-7 მაისს, „თიბისი ბანკის“ სერვისები შეფერხებით იმუშავებენ - საბოლოო რებრენდინგი 20 მაისამდე დასრულდება

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის, ვანო ბალიაშვილის ინფორმაციით,  შაბათ-კვირას დაგეგმილია ძალიან რთული ტექნოლოგიური გაერთიანება, რაც 2 ბანკის ტექნოლოგიური სისტემების გაერთიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკის“ და „ბანკი რესპუბლიკას“ შერწყმა წარმატებით დასრულდა

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით,,,თიბისი ბანკისა” და ბანკი “რესპუბლიკის” გაერთიანება წარმატებით დასრულდა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ავაზა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრებისა და ჯართის გადამუშავებას შეძლებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics