17:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე - საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაფთაი ცურის შეხვდა.

 

იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

 

გიორგი გახარია: საქართველო განსაკუთრებულ როლს შეასრულებს აზია–ევროპის ეკონომიკური კავშირების განვითარებაში

საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოხსენება გააკეთა თემატურ პანელზე „ვაჭრობა დაბრკოლებების გარეშე“, რომელიც პეკინში, გლობალური ფორუმის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში გაიმართა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო იყო და რჩება აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი
ზალკალიანი: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

"საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს საგარეო ეკონომიკური მიმართულებით", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ამასთან, მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სამომავალო თანამშრომლობა განიხილა

საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტის, როლფ ვენცელის შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი/ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე კლეი ბერის შეხვდა.

 

1 დოლარი 2.4415 ლარი ღირს
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მისი თქმით, ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკის თანამშრომლობა და ფინანსური კონსტრიბუცია მომავალ წლებში გაიზრდება.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდა

11 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართა სპეციალური სესია, რომელზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს მხრიდან მმართველი, პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კომერციის მდივანს შეხვდა

საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა ისაუბრეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა BSEC-ის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მე-4 მინისტერიალსა და  ბიზნესსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც  სტამბოლში 11 მაისს გაიმართა. მინისტრმა, ასვე, საბჭოს წევრებსა და დამსწრე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

 

„საქართველოს ბანკის“ მომსახურების ახალი მოდელი - მეტი ურთიერთობა

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც  უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics