|
2017-08-07 16:21:08, 2603 ნახვა
ეკონომიკა
აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.37%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 32.47%-ითაა გაზრდილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისებისშედეგად გადაყვანილ იქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურმონაცემს (1 434 968 მგზავრი). 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 81.89%-ს (958 577 მგზავრით მეტი)შეადგენს. მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2017 წლის 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949მგზავრით მეტი; გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნაგადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 199 მგზავრით, შესაბამისად 122.92%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 7 თვეს გადაყვანილიმგზავრების რაოდენობა (1 789). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუარიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა. მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემებიასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების 2 162. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.66%-ს შეადგენს. 15.25%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 7 თვიან პერიოდში ერთეულიგადაფრენების რაოდენობა იყო 69 863, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 80 514ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით, შესაბამისად 32.47%-ით მეტია ვიდრეწინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა. (NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)