ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბური ინტერნეტიზაციის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაწოდებლად.