|
2015-06-29 16:27:09, 665 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა 30 სატელევიზიო მაუწყებელს მილიონ ლარზე მეტს დაუბრუნებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 30 სატელევიზიო მაუწყებელს 1,073,076.68 ლარს დაუბრუნებს. აღნიშნული თანხა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ წინასწარ გადახდილ სალიცენზიო მოსაკრებელს უკავშირდება. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. „2015 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობა ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობით ეტაპობრივად შეიცვლება. უკვე 1 ივლისიდან, 10:00 საათიდან თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში და რუსთავში ქართული ტელეპროგრამების ღია ეთერით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ციფრულ ფორმატში. ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობასა და მაუწყებლებს ეხება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით 2015 წლის 17 ივნისიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებით, სატელევიზიო მაუწყებლებისთვის ლიცენზირების რეჟიმი უქმდება და ტელეკომპანიები საქმიანობას მარტივი ავტორიზაციის მეშვეობით განახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ დღემდე კანონი ანალოგური მაუწყებლობის სპეციფიკაციაზე იყო მორგებული. კერძოდ, მაუწყებლობა დაკავშირებული იყო ამოწურვადი რესურსის გამოყენებასთან და შესაბამისად, მაუწყებლობის ლიცენზია საკმაოდ რთული პროცედურების გავლის შემდეგ გაიცემოდა. ვინაიდან, ციფრული მაუწყებლობის დროს ამოწურვადი რესურსის მფლობელი და მაუწყებელი სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ, ტელეკომპანიას საქმიანობის დასაწყებად აღარ დასჭირდება ლიცენზირების გართულებული პროცედურის გავლა - მაუწყებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სწორედ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ წინასწარ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნებას, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. საერთო ჯამში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 30 სატელევიზიო მაუწყებელს 1,073,076.68 ლარს დაუბრუნებს. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. ეს სატელევიზიო მაუწყებლებია: „გურია“, „კავკასია“, „თანამგზავრი“, „მეცხრე ტალღა“, „25-ე ტელეარხი“, „იმერვიზია“, „დია“, „იმპერია“, შპს „კვეტენაძე და კომპანია“, „ქვემო ქართლის ტელეკომპანია“, ინფორმკავშირი- ტელევიზია „არგო“, „ეკომი“, „ბორჯომი“, „ზარი“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „ომეგა“, „თვალი“, „რიონი“, „მეგა ტვ“, „პიკი“, „მაესტრო“, „პირველი სტერეო“, „თბილისი“, „ჯი-დი-ესი“, „იბერია ტვ“, „ტელეიმედი“, „რუსთავი-2“, „სამოქალაქო განათლების ფონდი“ და „მედიაცენტრი ღია აფხაზეთისათვის“. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული რეკომენდაციების თანახმად 21 ადგილობრივ (რეგიონალურ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალისწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიანიჭა, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ადგილობრივი მაუწყებლები აგებენ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ქსელს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)