|
2015-06-29 16:23:06, 585 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო „რედისონში“ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა
სასტუმრო „რედისონში“ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართულ საბჭოზე კორუფციის პრევენცირებისათვის შემოღებული ახალი კანონების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მთავარი თემა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზნით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იყო. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ დეკლარაციების მონიტორინგის ახალ ელექტრონულ პროგრამაზე და მათი გადამოწმების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიურო საჯარო პირებისგან საბანკო ანგარიშების წარდგენასთან ერთად მათი ოჯახის წევრების შესახებ პირად ინფორმაციასაც მოითხოვს, რომელიც ხილული მხოლოდ ბიუროს თანამშრომლებისთვის იქნება. საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბიურო დადებითად ან უარყოფითად შეაფასებს დეკლარაციას. უარყოფითი შეფასების შედეგად საჯარო პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა. აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი თანამდებობის პირთა ქონების შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მალე გამოჩნდება სპეციალური ღილაკი, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა საშუალება ამხილოს საჯარო პირი სხვადასხვა სახის დანაშაულში, თავად კი ინკოგნიტოდ დარჩენას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)