ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას
2-3 მაისს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 48-ე შეკრებაში, რომელიც წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება.