16:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 12:27:11, 688 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება

საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება, მსხვილი ბულგარული ჰოლდინგი BACB კი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურგასის, ფოთისა და ბათუმის პორტებს შორის გაზრდილი სიხშირით იმოძრავებს ბორანი, რომელსაც სატვირთო ავტომობილების გადაყვანა შეუძლია. ეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ქართველ გადამზიდავებს ასევე საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ BACB-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრებით, რომელთაგან ერთ-ერთი ბალკანეთში მდებარეობს.

„ჰოლდინგი ასევე მოიცავს ტურისტულ კომპანიას, რომელიც ბულგარეთში რამდენიმე კურორტს ფლობს. საუბარი იყო პარტნიორობაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებსა და ბულგარეთის კურორტებს შორის, რათა გაიყიდოს ერთიანი პაკეტები. ვფიქრობთ, ყველა ეს გეგმა უახლოეს მომავალში განხორციელებადია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირ საავიაციო მიმოსვლასაც შეეხო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics