16:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 18:11:39, 676 ნახვა

ეკონომიკა
სექტემბრიდან მთავრობა ბიზნესსექტორს ახალ რეგულაციას უწესებს

მთავრობა ბიზნესსექტორს ახალ რეგულაციას უწესებს. სექტემბრიდან კომპანიებისთვის უალკოჰოლო სასმელების მარკირების ვალდებულება ამოქმედდება.

სავალდებულო მარკირება არაალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის მინერალურ და მტკნარ წყლებს შეეხება. შესაბამის მომსახურებაში თანხას საწყის ეტაპზე არა ბიზნესი, არამედ შემოსავლების სამსახური გადაიხდის.

ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა ახლო მომავალში ამ ხარჯების გაღება კომპანიების. ამის მიუხედავად, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიები ახალი რეგულაციის წინააღმდეგნი არიან. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავალდებულო მარკირება მეზობელი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდება და მიზნად აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ისახავს. ელექტრონულ მარკირებას საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია „SICPA Security Solutions SA" განახორციელებს.

სწორედ ეს ფაქტი გახდა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

როგორც „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული სისტემის დანერგვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე რეგულაციის განხორციელებით მიღებული შედეგი.

მისი თქმით, კომპანიებს პროდუქციის აღსარიცხავად შესაბამისი აპარატურა აქვთ და გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ უცხოურ კომპანიას ამ სერვისში თანხა. „ვფიქრობ, შეცდომაა, როდესაც უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს თავს ახვევენ ისეთ საკონტროლო სისტემებს, რომლებიც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე საკონტროლოდ განსაზღვრული შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბიუჯეტში გადამხდელები წინააღმდეგნი ვართ ისეთი მოქმედების ჩატარების, რომელიც არ მოუტანს სარგებელს სახელმწიფოს, მომხმრებელს და ბიუჯეტს. ყველა მაღალწარმოებად ტექნოლოგიურ ხაზს აქვს რამდენიმე დანადგარი, რომელიც შეგვიძლია ჩავრთოთ შემოსავლების სამსახურის სერვერზე და იგივე შედეგი მივიღოთ. არავითარი წინააღმდეგობა არ გვექნებოდა, ბიუჯეტში თუ ჩავრიცხავდით ფულს და მას შვეიცარიულ კომპანიას არ მივცემდით“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ამასთან, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თავად ახალი რეგულაციის შესრულებას არ აპირებს და ამისთვის ჯარიმის გადახდისთვისაც მზადაა.

„ეს არის სახელმწიფოსთვის არასასარგებლო. ბიუჯეტი არ უნდა იხდიდეს პროდუქციის დათვალში ფულს, ეს ისედაც ითვლება და იანგარიშება. სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს სერვისის იმპორტს. არცერთ ევროპის ქვეყანაში ეს სერვისი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეჭვი აქვთ, რომ ხდება დაუბეგრავი პროდუქციის გამოშვება. იმ ლიბერალური საგადასახადო სისტემის პირობებში, რაც ქვეყანაშია, ასეთი ტიპის გადასახადები აფუჭებს ყველა ფონს. ჩვენ ჯარიმას გადავიხდით, მირჩევნია ეს ჯარიმა ბიუჯეტში შევიდეს, ვიდრე შვეიცარიულ კომპანიას ვუხადო ფული“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, ბიზნესსექტორი 5 წელია აღნიშნული რეგულაციის შემოღებას ეწინააღმდეგება და ამან სახელმწიფოს 40 მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა. როგორც ცნობილია, უალკოჰოლო სასმელების მარკირების განხორცილებისთვის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას 3-4 მილიონ ლარამდე გადაუხდის. მოუწევს თუ არა მომავალში ამ თანხების გადახდა თავად ბიზნესსექტორს, საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ გაიკვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics