IDFI-მ ამერიკული დაზვერვის თარგმანი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოსა და ზვიად გამსახურდიაზეა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) მიერ 1991 წელს იმდროინდელ საქართველოში არსებული ვითარებისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მომზადებული ანალიტიკური მოხსენებების ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა.