|
2017-09-25 14:22:18, 2614 ნახვა
სხვადასხვა
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი სცენის გამო, საპატრიარქოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სასულიერო პირებთან დაკავშირებით გასული სცენის გამო, საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების თხოვნით მიმართავს. „სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით. ერთ–ერთ ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებაში დატოვა შენიღბული სახით ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება, ტელეკომპანიისა და მისი გდაცემების რეაკლამირებისათვის. მსგავსი მიდგომები ნებსით თუ უნებლიედ ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს. მივმართავთ საქართველოს საპატრირაქოს დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ჩვენი პოზიცია არ ეხება კომპანიის სარედქციო პოლიტიკას, ჩვენი ღია წერილის დანიშნულებაა საზოგადოებისა და ტელეკომპანიის ყურადღება შევაჩეროთ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება შეეხოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირსებას და ღირებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრეცენდენტების შემთხვევაში, გეგმავენ რომ ოფიციალური წერილით მიმართონ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის. „მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ოფიციალური წერილით მივმართავთ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის ასევე გავაგგრძელებთ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)