19:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 03:29:30, 1938 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას წელს უკვე მეორედ შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას  ღირსშესანიშნავი ობიექტების  ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

„ამ ჟესტით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. ამავდროულად, კამპანიაში ჩართვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს აქვს. ყველას შეუძლია 25 ნოემბერს  ნარინჯისფერი ტანსაცმელი ან აქსესუარი ატაროს და ამგვარად გამოუცხადოს სოლიდარობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა  და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: დავასრულოთ ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ“ - ეს არის მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს ყველაზე გარიყულ ჯგუფებზე, მათ შორის ლტოლვილებზე, მიგრანტებზე, უმცირესობებზე, და კონფლიქტით თუ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics