გიგა ბოკერია: ნათქვამია, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო
„ილია ჭავჭავაძესაც აქვს ნათქვამი, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო. ზუსტად ეს არის ივანიშვილის გუნდის ლოზუნგი და დევიზი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.